- ჩვენი კონცეპტუალური შოურუმი, არის საშუალება დაათვალიეროთ უკვე განხორციელებული ინტერიერის კუთხეები, ის რისი წარმოდგენაც სტენდზე ნაჩვენები ცალკეული ფილის ვიზუალით შეუძლებელია. იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერ უკვე მოწყობილ, მზა ოთახებში ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ფორმატის, ფერის, ფაქტურისა და ტექსტურის ზედაპირები.
- ვენეტო დიზაინის საგამოფენო სივრცეში იხილავთ კერამო-გრანიტით მოპირკეთებულ არა მხოლოდ კედლებსა და იატაკებს, არამედ სამზარეულოს ზედაპირებს, ავეჯს, დეკორებსა და სხვადასხვა ტიპის მოზაიკას, მათ შორის დრეკადს, რომელიც იდეალურია მრგვალი ფორმების მისაღებად, მაგალითად სვეტების შესაფუთად.
- ჩვენთან სტუმრობისას აღმოაჩენთ, რომ შესაძლებელია არ წახვიდეთ არანაირ კომპრომისზე და ინტერიერსა და ექსტერიერში გამოიყენოთ გრანიტის, კირქვის, მეტალისა თუ ტერაცოს უნაკლო ანალოგი – თანამედროვე ტიპის ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი კერამიკული ფილა, რომელიც ნატურალურ ზედაპირებთან შეხებისას მიღებულ ტაქტილურ შეგრძნებებსაც კი იმეორებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიზუალზე.
- რაც შეეხება ფასებს აქაც დიდი არჩევანი დაგხვდებათ, დაწყებული პრემიუმ ხარისხის შედარებით ბიუჯეტური ფილებით, დამთავრებული ფართე ფორმატის ძვირფასი საფარებით.
- გამოიყენეთ ჩვენთან ვიზიტი ინსპირაციის წყაროდ.


