ბლოგი
რატომ შევარჩიოთ კერამიკული ფილა ვენეტო დიზაინში?
- ჩვენი კონცეპტუალური შოურუმი საშუალებას გაძლევთ, დაათვალიეროთ უკვე მოწყობილი ინტერიერის კუთხეები, რომელთა წარმოდგენაც სტენდზე გამოფენილი ცალკეული ფილის მიხედვით შეუძლებელია. იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერ მოწყობილ მზა ოთახებში ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ფორმატის, ფერის, ფაქტურისა და ტექსტურის ზედაპირები.
- ჩვენს საგამოფენო სივრცეში ნახავთ კერამოგრანიტით მოპირკეთებულ კედლებსა და იატაკებს, ასევე სამზარეულოს ზედაპირებს, ავეჯს, დეკორებსა და სხვადასხვა ტიპის მოზაიკას. მათ შორისაა დრეკადი მოზაიკაც, რომელიც იდეალურია მრგვალი ფორმების მოსაპირკეთებლად, მაგალითად, სვეტების შესაფუთად.
- ჩვენთან სტუმრობისას ნახავთ, რომ კომპრომისზე წასვლა საჭირო არ არის: ინტერიერსა და ექსტერიერში შეგიძლიათ გამოიყენოთ გრანიტის, კირქვის, მეტალისა თუ ტერაცოს უნაკლო ანალოგი, თანამედროვე ნანოტექნოლოგიებით შექმნილი კერამიკული ფილა. ის ნატურალურ ზედაპირებთან შეხებისას მიღებულ შეგრძნებებსაც იმეორებს, ვიზუალზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
- ფასებშიც ფართო არჩევანს გთავაზობთ: პრემიუმ ხარისხის შედარებით ბიუჯეტური ფილებიდან დაწყებული, ფართო ფორმატის ძვირადღირებული საფარებით დამთავრებული.
- ჩვენთან ვიზიტი შთაგონების წყაროდ გამოიყენეთ.



