ბლოგი
Pedini-ს სამზარეულოს ავეჯი
სამზარეულოს ავეჯის ინდუსტრიაში ნოვატორობით გამორჩეულ ბრენდებს შორის Pedini ერთ-ერთი პირველია.



გემოვნების, სტილისა და ერგონომიკის იდეალური ბალანსი კომპანიის მთავარი ღირსებაა. უკვე 60 წელზე მეტია, Pedini იტალიური დიზაინის ტენდენციებს განსაზღვრავს და მთელ მსოფლიოში Made in Italy-ის ხარისხის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად მიიჩნევა.
ჩვენთვის დიდი ნდობა და პატივია, რომ ვენეტო დიზაინი საქართველოში Pedini-ს პარტნიორი გახდა. დღეიდან ჩვენს შოურუმში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ისეთი სამზარეულო, როგორსაც ხშირად შეხვდებით ლოს-ანჯელესის, ნიუ-იორკისა და ლონდონის პენტჰაუსებსა და აპარტამენტებში.



