ნაჩვენებია 5 პროდუქტიSorted by latest

ცალკე მდგომი აბაზანა სააბაზანოს იერსახეს დახვეწილ ხასიათს სძენს. ვენეტოს კატალოგში წარმოდგენილია პოლონური Marmite-სა და ესპანური Sanycces-ის ცალკე მდგომი აბაზანები. მოდელები აკრილისა და დოლომიტის ქვის მინერალური კომპოზიტისგან მზადდება. Sanycces-ის Calma White Gloss-ს პრიალა, Tempo White Matt-ს კი მქრქალი ზედაპირი აქვს.

აბაზანების სიგრძე 1600-დან 1700 მმ-მდეა. შერჩევისას შეადარეთ სიგრძე, სიგანე და შიდა მოცულობა. მონტაჟამდე გაითვალისწინეთ წყლისა და კანალიზაციის მილების მდებარეობა, აბაზანის გარშემო კი დატოვეთ საკმარისი ადგილი მისასვლელად და დასასუფთავებლად. დაათვალიერეთ სააბაზანოსთვის განკუთვნილი მოდელები Veneto-ს შოურუმში.