
ვაკეში მდებარე საცხოვრებელი ბინის დიზაინ კონცეფცია ეფუძნება შუა საუკუნეების მოდერნს – სტილს, რომელიც ბუნებრივი მასალების, მკვეთრი ფერებისა და მინიმალისტური გადაწყვეტილებების საინტერესო სინთეზს წარმოადგენს.
პროექტში კედლებისა და იატაკის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ვენეტო დიზაინში შერჩეული ფილები. სამზარეულოში ვხვდებით ტერაცოსა და ტერაკოტის ტიპის ფაქტურებს, სააბაზანოებში ტრავერტინისა და ტერაცოს, ასევე სხვადასხვა პასტელურ ფერებსა და ზედაპირებს.










