აპარტამენტი ვაკეში
✦ პროექტი, რომელშიც კარგად ჩანს, დიდი ფორმატის ფილების უპირატესობა და შესაძლებლობები.
ტვ კედელის, სამზარეულოსა და სამზარეულოს კუნძულის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია, ესპანური ბრენდი Inalco-ს MDi ფილები.
აპარტამენტის სამზარეულო და მისაღები ერთიან, თანამედროვე სივრცედ არის ჩამოყალიბებული. სამზარეულოში მუქი და ნაცრისფერი კარადები ერწყმის ქვის ფაქტურის, თეთრი ძარღვებით გამოკვეთილ ზედაპირებს. იგივე მასალა გრძელდება სამუშაო ზონის კედელზე და კუნძულზე, რაც კომპოზიციას შეკრულ და გამოკვეთილ იერს აძლევს. მისაღებში ტელევიზორის კედელი ნაცრისფერი დიდი ფორმატის ფილითაა მოპირკეთებული, ქვედა შავი კონსოლი კი მასთან კონტრასტს ქმნის. ხის ფაქტურის იატაკი ინტერიერს სითბოს მატებს, შავი ავეჯი და აქსესუარები კი საერთო მონოქრომულ პალიტრას უსვამს ხაზს. მსგავსი მასალების ნახვა ჩვენს შოურუმში შეგიძლიათ.





