Boston1
მოდელი: Boston 1
კოლექცია: Boston
ზომა: ინდივიდუალური
კარები: შეღებილი MDF
ზედაპირი: Mare, Biondo მატი
ტოპი: 728 Graffiato Biondo
პლინტუსი: Moka
მწარმოებელი: Home Cucine, იტალია
კატეგორია: სამზარეულო, სამზარეულოს ავეჯი
აღწერა
იტალიური ბრენდი Home Cucine-ს მიერ შექმნილ ყველაზე მოთხოვნად მოდელებში, რომლებიც ჩვენს შოურუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ, აქცენტირებულია სიმეტრიული მოდულები, ტენდენციურ ფერთა გამა, სამზარეულოს კუნძული, შუშის პანელები. ვიზუალისგან მიღებულ ემოციას ამძაფრებს უზადო ფუნქციონალი – გერმანული ხარისხის სიმბოლოს Grass-ის მექანიზმები, ინტეგრირებული სისტემები, ერგონომიული აქსესუარები.
ვენეტო დიზაინის პროექტების მენეჯერთან კონსულტაციის შემდეგ, თქვენ ირჩევთ ყველა დეტალს – სასურველ მასალას, საზრეულოს ტოპს, მოდულების ზომასა და ფორმას, ფაქტურას, ფერს, მექანიზმებს, სრულ კომპლექტაციას. ამ მონაცემების გათვალისწინებით, იტალიელი დიზაინერები სპეციალურად თქვენთვის ქმნიან 100%-ით იტალიურ სამზარეულოს. სამზარეულოს ავეჯის ტრანსპორტირებას და ადგილზე მონტაჟს უზრუნველყოფს ჩვენი პროფესიონალი კადრი.
დამატებითი ინფორმაცია
| ბრენდი | Home Cucine |
|---|
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „Boston1“ კომენტარის გაუქმება
About brand
Home Cucine-ს გვერდზე იტალიური სამზარეულოს ავეჯს შეხვდებით, მათ შორის Genesi და Boston კოლექციების მოდელებს. სამზარეულოს ზომა ინდივიდუალურად განისაზღვრება, ამიტომ ავეჯი სხვადასხვა სივრცის დაგეგმარებას ერგება.
Genesi 4-სა და Genesi 17-ში გამოიყენება მელამინით ან PET-ით დაფარული მერქანბურბუშელას ფილა, ზედაპირებით Platino, Bruno, Lava და Nordico. Boston-ის მოდელებში შეღებილი MDF-ის კარებია, მათ შორის Mare, Urban და Mastice ზედაპირებით. შერჩევისას შეადარეთ კარების მასალა, ზედაპირის ფერი და ტოპის ვარიანტი ოთახის ზომასა და საერთო ინტერიერს.

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.