ვენეტო დიზაინი
სარემონტო მასალების კონცეპტუალური შოურუმი "ვენეტო დიზაინი", "ვერონა ჯგუფის" წარმატებული პროექტია.
მიზანი
ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი მულტიბრენდული შოურუმი, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნებოდა დაეთვალიერებინა უკვე განხორციელებული ინტერიერის კუთხეები. უფრო კომფორტული და მარტივი გაგვეხადა, არჩევანის გაკეთების პროცესი.
რემონტი სიამოვნებით
დღეს ჩვენს საგამოფენო სივრცეში იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერ უკვე მოწყობილ, მზა ოთახებში ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ფორმატის, ფერის, ფაქტურისა და ტექსტურის ზედაპირები, სანტექნიკა, ავეჯი და ყველა ის ნივთი რაც საჭიროა სააბაზანოსა და სამზარეულოს მოსაწყობად.

პროდუქცია
ვენეტო დიზაინის შოურუმი მოიცავს 3 სართულზე გაშლილ 2 500 კვ.მ საგამოფენო სივრცეს, სადაც წარმოდგენილია: ✦ კერამო-გრანიტის ფილების ოცდაათი ქარხნის ორი ათასამდე სხვადასხვა ფორმატისა და დიზაინის მოდელი; მათ შორის ისეთი ბრენდები, როგორიცაა ესპანური Porcelanosa და Inalco, იტალიური Italgraniti; ✦ სანტექნიკის მწარმოებელი ოცამდე იტალიური, ესპანური და თურქული ბრენდის პრემიუმ ხარისხის კოლექცია; ✦ ნებისმიერი ზომისა და დიზაინის საშხაპე კაბინის მოდელები; ✦ შემრევების ხუთასზე მეტი მოდიფიკაცია; ✦ სააბაზანოსა და სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელი იტალიური და ესპანური კომპანიები; ✦ დიზაინერული რადიატორების ორასზე მეტი ნაირსახეობა; ✦ დიზაინერული შპალერის მწარმოებელი ისეთი ბრენდი, როგორიცაა Adriani & Rossi; ✦ 3-შრიანი პარკეტი; ✦ მოზაიკა; ✦ სამზარეულოს ტექნიკის მწარმოებელი იტალიური ბრენდი სმეგის საკულტო მოდელები;