ჩვენი პარტნიორი დიზაინ სტუდია Lika Panjikidze Architecture & Design-ის მიერ განხორციელებული პროექტი, სადაც სააბაზანოს მოსაწყობად გამოყენებულია პრემიუმ კლასის ესპანური და იტალიური ბრენდების Apegrupo-სა და Pastorelli Tiles-ის კერამო გრანიტის ფილები.

პროექტში წარმოდგენილი სააბაზანოები განსხვავებული ფერებისა და ფაქტურების ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის. ერთ სივრცეში ტერაცოს მსუბუქი, მრავალფეროვანი ზედაპირი იატაკიდან კედლის ნაწილზე გადადის და თბილ ვარდისფერ კედლებს, მუქ მწვანე საშხაპის ზონასა და ხის ტექსტურას ერწყმის. კომპოზიციას ავსებს ხის კარადა, მრგვალი ნიჟარები და ოქროსფერი დეტალები. მეორე სააბაზანოში კედლები მარმარილოს მსგავსი ძარღვოვანი ფაქტურითაა მოპირკეთებული, იატაკი კი მუქი ქვის ზედაპირს იმეორებს. თეთრი ავეჯი, ხის თაროები და შავი სანტექნიკა სივრცეს მკაფიო კონტრასტს მატებს. მსგავსი მასალების ნახვა თბილისის შოურუმში შეგიძლიათ.