ბლოგი

როგორია თანამედროვე აბაზანის დიზაინი 2026 წლის ტენდენციების მიხედვით?

აპარტამენტი თბილისში: აბაზანა ტერაცოს ფილებით, ორმაგი ნიჟარით და თაღოვანი სარკეებით

2026 წელს სააბაზანოს დიზაინში მკვეთრი ცვლილებები არ შეინიშნება, თუმცა ინტერიერის დიზაინერები ნაცნობ სტილს ახალი დეტალებით აახლებენ. ამისთვის ისინი უფრო თბილ ფერებსა და მრავალფეროვან ფაქტურებს იყენებენ, რაც „ვენეტო დიზაინის“ კონცეპტუალური შოურუმის კოლექციებშიც აისახება.

დიდი ფორმატის კერამოგრანიტი ბუნებრივი ქვის ფაქტურით

დიდი ფორმატის კერამოგრანიტი 2026 წლის სააბაზანოს დიზაინის ერთ-ერთი ტრენდია. დიზაინერები უპირატესობას 60×120, 120×120 და 120×280 სმ ზომის ფილებს ანიჭებენ, რადგან ასეთი მოპირკეთებისას გადაბმის ხაზები ნაკლებია, ზედაპირი კი უფრო ერთგვაროვნად გამოიყურება. ამ ეფექტის წყალობით, 4-დან 6 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სააბაზანოც შეიძლება ვიზუალურად უფრო ფართო გამოჩნდეს.

კედლისთვის შერჩეულ ფილებს იატაკსა და საშხაპე ზონაშიც იყენებენ, რათა მთელ სივრცეს ერთიანი სტილი ჰქონდეს. მარმარილოსა თუ კირქვის ფაქტურის მქონე ფილებს კი ისე აწყობენ, რომ ხაზები ერთი ფილიდან მეორეზე გაგრძელდეს და კედელი ბუნებრივი ქვის ზედაპირს დაემსგავსოს.

Inalco Atalaia-ის ღია ბეჟი ტექსტურიანი ფილა სააბაზანოს იატაკსა და კედლებზე

ღია ტონები და მუქი აქცენტები სააბაზანოში

სააბაზანოს პალიტრაში ბუნებრივი ტონები ჭარბობს, მათ შორის ქვიშისფერი, ჩალისფერი, თიხისფერი, ზეთისხილისფერი და თბილი ნაცრისფერი. ეს ფერები ხისა და ქვის ფაქტურას უხდება და ერთმანეთსაც კარგად ეხამება. მაგალითად, სააბაზანოს ავეჯის ესპანური მწარმოებლის Visobath-ის კოლექციებში ნეიტრალური ტონები და ხის ფაქტურებია გამოყენებული. ასეთი ავეჯი შეგიძლიათ ბეჟ იატაკსა და ღია ნაცრისფერ კედლებს შეუხამოთ, რათა ზედაპირები ფერით განსხვავდებოდეს, თუმცა მათ შორის მკვეთრი კონტრასტი არ შეიქმნას.

სააბაზანოს დიზაინში უფრო მუქი და გამოკვეთილი ფერებიც გამოიყენება, მაგალითად, ყავისფერი, ბორდოსფერი ან მუქი მწვანე. მცირე სააბაზანოში სჯობს მუქი ტონით მხოლოდ ერთი კედელი გამოიყოს, დანარჩენი ზედაპირები კი ღია ფერებში დარჩეს, რათა სივრცე ვიზუალურად არ გადაიტვირთოს.

აპარტამენტი თბილისში #2-ის დასრულებული აბაზანა მუქი მწვანე საშხაპით, ვარდისფერი კედლებითა და ტერაცოს იატაკით

სააბაზანოს ავეჯი ტევადი სათავსოებით

ბოლო წლების მსგავსად, 2026 წელსაც მოთხოვნადია სააბაზანოს ტევადი ავეჯი, რომელშიც ნივთები ზომისა და დანიშნულების მიხედვით ნაწილდება. მაგალითად, ნიჟარის კარადის ზედა უჯრაში კოსმეტიკა და პატარა აქსესუარები თავსდება, ქვედა, უფრო ღრმა უჯრაში კი პირსახოცები და თმის საშრობი. წვრილმანები ერთმანეთში რომ არ აირიოს, უჯრებს გამყოფებიც აქვს.

კარადებისთვის კვლავ აქტუალურია ღია ფერის მუხისა და იფნის ფასადები, რომელთა თბილ ტონებსაც ბეჟი და ნაცრისფერი მოსაპირკეთებელი მასალები უხდება. ფერის გარდა, ფასადები ზედაპირითაც განსხვავდება: გლუვი სადად გამოიყურება, რელიეფურზე კი სინათლე ჩრდილებს აჩენს და ფაქტურას გამოკვეთს.

კედლებით გამოყოფილი საშხაპე მინის კარით

აქტუალურია კედლებით გამოყოფილი საშხაპე ზონაც, რომელსაც შესასვლელში მინის კარი აქვს. მთლიანად მინით შემოსაზღვრულ საშხაპესთან შედარებით, აქ ნაკლები ზედაპირია გასაწმენდი. თუმცა კედლების გამო შიგნით ნაკლები სინათლე აღწევს, ამიტომ შესაძლოა დამატებითი განათების მონტაჟი გახდეს საჭირო.

თბილი ტონალობის შემრევები და ლითონის აქსესუარები

წელსაც აქტუალურია გაპრიალებული ნიკელის, თითბრისა და შამპანურისფერი ბრინჯაოს შემრევები და სახელურები. მათი თბილი ტონები ბეჟ ფილებსა და ხის ზედაპირებს უხდება. ამავე ფერებში შეიძლება შეირჩეს საშხაპე სისტემა, პირსახოცის საკიდი და სხვა აქსესუარებიც.

Mirtak Built-in mixer 68527-ის ოქროსფერი ჩასაშენებელი აბაზანის შემრევი წყლის ნაკადით

მრავალდონიანი განათება და ბუნებრივი შუქი სააბაზანოში

სააბაზანოს დიზაინის ერთ-ერთი აქტუალური ტენდენცია მრავალდონიანი განათებაა. ასეთ სისტემაში სანათები სხვადასხვა სიმაღლეზე ნაწილდება და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. ჭერის სანათები ოთახს თანაბრად ანათებს, სარკის განათება კი ადამიანის სახეზეა მიმართული. ნიჟარის კარადის ქვეშ დამონტაჟებული სანათი იატაკს ანათებს, რათა ღამით კაშკაშა განათების ჩართვა არ გახდეს საჭირო.

სააბაზანოში დღის შუქიც რომ შემოვიდეს, დახურულ საშხაპეში, სადაც ეს შესაძლებელია, დიდ ფანჯრებს ამონტაჟებენ. ფანჯრებისთვის დაბურული მინა გამოიყენება, რომელიც სინათლეს ატარებს, შიდა სივრცე კი გარედან არ ჩანს.

2026 წელს აქტუალური მოსაპირკეთებელი მასალები „ვენეტო დიზაინის“ კონცეპტუალურ შოურუმში

2026 წლის ტენდენციების შესაბამის კერამიკულ ფილებს, სანტექნიკას, სააბაზანოს ავეჯსა და აქსესუარებს „ვენეტო დიზაინის“ შოურუმში შეარჩევთ. ამ პროდუქციას იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერ მოწყობილ სააბაზანო სივრცეებში იხილავთ.

თბილისში Veneto Design-ის შოურუმში შავი აბაზანა, სარკე და ჩამოკიდებული ავეჯი კედლისა და იატაკის ფილების ნიმუშებთან ერთადაა წარმოდგენილი.

ასორტიმენტშია Inalco-ს, Porcelanosa-სა და Italgranitigroup-ის დიდი ფორმატის კერამოგრანიტი, Visobath-ისა და Sanycces-ის სააბაზანოს ავეჯი, Nobili-ს თბილი ტონალობის შემრევები და Antrax-ისა და Carisa-ს რადიატორები.

ამ ბრენდების კოლექციები 2026 წლის ტენდენციებს შეესაბამება, თუმცა გათვალისწინებულია ისიც, რამდენად აქტუალური იქნება მოსაპირკეთებელი მასალებისა და აქსესუარების დიზაინი წლების შემდეგ.

ესტუმრეთ შოურუმს და „ვენეტოს“ გუნდთან ერთად შეარჩიეთ სააბაზანოსთვის მოსაპირკეთებელი მასალები, ავეჯი და მოწყობილობები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *